29 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
"ასტრაზენეკაში" აცხადებენ, რომ ვირუსის ახალი შტამების მიმართ ეფექტური ვაქცინის წარმოებას, შესაძლოა, 6-9 თვე დასჭირდეს

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო საკარანტინო შეზღუდვები პირველ მარტამდე გაახანგრძლივა პორტუგალიამ. ირლანდიის პრემიერ-მინისტრი კი კარანტინის აპრილამდე გახანგრძლივებას გეგმავს.

ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის პირბადის ტარებასა და სოციალური დისტანციის რეკომენდაციას იძლევა შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი.

მათივე განცხადებით, იმ ადამიანებს, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში, ორკვირიანი კარანტინის გავლის საჭიროება არ ექნებათ.

კომპანია "ასტრაზენეკას" განცხადებით, კი ვირუსის ახალი შტამების მიმართ ეფექტური ვაქცინის წარმოებას, შესაძლოა, ექვსიდან 9 თვემდე პერიოდი დასჭირდეს.

დღის ამბები