29 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლების ფრონტის ხაზზე დგას - ადამ კინზინგერი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია და, ამასთან, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლების ფრონტის ხაზზე დგას.

რესპუბლიკელი კონგრესმენი დავით ზალკალიანის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის შესახებ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ადამ კინზინგერმა და ჯერი კონოლიმ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი რამდენიმე დღის წინ წარადგინეს.

დღის ამბები