29 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
"ვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ბატონი გახელაძე" - ევროპის საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები

ევროპის საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, ტიტუს კორლატეანმა და კლოდ კერნმა ზაზა გახელაძის დაპატიმრების გამო შეშფოთება გამოთქვეს.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში თანამომხსენებლები მიღებულ განაჩენს უკანონოს უწოდებენ და კიდევ ერთხელ აცხადებენ საპარლამენტო ასამბლეის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"ჩვენ ვითხოვთ, დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს ბატონი გახელაძე. გვსურს ხაზი გავუსვათ რუსეთის პასუხისმგებლობას, როგორც ქვეყნის, რომელიც აკონტროლებს ოკუპირებულ საქართველოს რეგიონს, ე.წ. სამხრეთ ოსეთს,"-წერია განცხადებაში.

დღის ამბები