ინდოეთში მყინვარის ჩამოშლისა და მისგან გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა.
დაკარგულია 200-ზე მეტი ადამიანი. დაახლოებით 30 ადამიანი 2.5 კილომეტრის სიგრძის გვირაბშია ჩარჩენილი.
სტიქიის შედეგად 13 დასახლება გარესამყაროს მოწყდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.