თურქეთს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს. სტიქიამ სტამბოლში მოგლიჯა ხეები და დააზიანა შენობების სახურავები. დაზიანდა ავტომანქანებიც.
სტამბოლის საზღვაო და ავტობუსების კომპანიაში აცხადებენ, რომ ქარიშხლის გამო ზოგიერთი სერვისი გაუქმდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.