29 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
შსს-მ კოვიდრეგულაციების დარღვევის 665 ფაქტი გამოავლინა - დაჯარიმდა 168 პირი

შსს სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულაციების დარღვევის 665 ფაქტი გამოავლინა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 168 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 497 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

დღის ამბები