29 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
ყურძნის ხარისხზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება.

ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება.ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. გარდა ამისა, კონტროლი გახორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე.

მიმდინარე წელს იგეგემება ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, რაც მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის.

აღნიშნული საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის  მოადგილემ, ოთარ შამუგიამ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან თელავში გამართულ შეხვედრაზე განიხილა,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები