29 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ნიკოლოზ სამხარაძემ და EUMM-ის ხელმძღვანელმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო დაპატიმრებების საკითხი განიხილეს

ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაპატიმრებები, მათ შორის ზაზა გახელაძისთვის 12 წლით პატიმრობის შეფარდება - ეს იყო ის მთავარი საკითხი, რაზეც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრისას ისაუბრა.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, მარეკ შჩიგელი ქართულ მხარეს დაპირდა, რომ საკითხს ევროკავშირის მისია როგორც დე ფაქტო ასევე, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან პირველივე კონტაქტის დროს დააყენებს.

საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებასაც.

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ ეს იყო, ზაზა გახელაძის დაპატიმრება და მისთვის დე ფაქტო სასამართლოს მხრიდან 12 წლით პატიმრობის აღკვეთა. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ აუცილებელია ეს საკითხი უმაღლეს დონეზე იდგეს და დე ფაქტო ხელისუფლებისგან და ასევე რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისგან, დაუყოვნებლივ მოვითხოვოთ ზაზა გახელაძის გათავისუფლება, რაზეც ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა დახმარება აღგვითქვა,"- აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები