29 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
გაერთიანებული სამეფო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - საელჩო განცხადებას ავრცელებს

გაერთიანებული სამეფოს საელჩო ზაზა გახელაძისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. 

"გაერთიანებული სამეფო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს. ბატონ გახელაძეს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 12 წლითა და 6 თვით უკანონო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში თავისუფლად გადაადგილება.

გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას," - წერია  საელჩოს განცხადებაში. 

დღის ამბები