Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ პანდემიის შემდეგ კაცობრიობა კლიმატის ცვლილებისა და ბიოტერორიზმის საფრთხის წინაშე დადგება.
ამის შესახებ მილიარდერმა ერთ-ერთ YouTube არხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის შემდეგ, ვისაც ვირუსის შექმნა მოუნდება, შექმნის და ეს იქნება უფრო დიდი საფრთხე კაცობრიობისთვის, ვიდრე ბუნებრივი კატაკლიზმები.