29 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ხანძარი ლილოს ბაზრობაზე ლიკვიდირებულია

ბაზრობების გახსნის პირველივე დღეს ხანძარი იყო ლილოში. ცეცხლი ბაზრობის ადმინისტრაციულ შენობას გაუჩნდა, რომელიც რამდენიმე მაღაზიასაც გადაედო.

შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. ადგილზე მობილიზებულია 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე აცხადებს, რომ ხანძრის გავრცელების საფრთხე იყო, თუმცა მეხანძრე- მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.

ავტორი: თამარ თათარაშვილი

დღის ამბები