29 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
შსს-მ რეგულაციების დარღვევის 574 ფაქტი გამოავლინა - დაჯარიმდა 124 პირი

შს სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულაციების დარღვევის 574 ფაქტი გამოავლინა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 124 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შსს-ს ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად, 450 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

დღის ამბები