29 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
აშშ ირანს ეკონომიკურ სანქციებს იქამდე არ მოუხსნის, სანამ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობებს არ შეასრულებს

ამერიკის შეერთებული შტატები ირანს ეკონომიკურ სანქციებს იქამდე არ მოუხსნის, სანამ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობებს არ შეასრულებს. კერძოდ, საუბარია ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერებაზე.

ჯო ბაიდენმა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია "სი-ბი-ესთან" ინტერვიუში დააფიქსირა. აშშ-ს პრეზიდენტი უარს აცხადებს, ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის, პირველ რიგში, შტატებმა მოხსნას სანქციები.

ბაიდენის პასუხს წინ უძღოდა ირანის უზენაესი ლიდერის განცხადება, რომელმაც დიალოგის განახლებისთვის ვაშინგტონისგან სანქციების მოხსნა მოითხოვა.

დღის ამბები