29 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
დააკავეს პირი, რომელმაც ტრანსგენდერ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

პოლიციამ თბილისში გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ტრანსგენდერ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.


დღის ამბები