29 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
სამხრეთ აფრიკაში "ასტრაზენეკას" მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენება დროებით შეჩერდა

კომპანია "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენება დროებით შეჩერდა სამხრეთ აფრიკაში. მიზეზად კვლევა სახელდება, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული ვაქცინა ვირუსის ახალი შტამების მიმართ ნაკლებად ეფექტურია. ქვეყანაში "ასტრაზენეკას" ნაცვლად მოსახლეობას "ჯონსონისა" და "ფაიზერის" ვაქცინებით აცრიან.

რუსული ვაქცინა დაამტკიცა უნგრეთმა, სადაც პირველ ეტაპზე 40 000 დოზას გამოიყენებენ.

რამდენიმეკვირიანი კარანტინის შემდეგ კი შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს ისრაელმა და იორდანიამ. ისრაელში უკვე გაიხსნა ბიზნესობიექტების ნაწილი, თუმცა კვლავ დახურული რჩება სკოლები და იზღუდება საერთაშორისო ფრენები.

დღის ამბები