29 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი და ბაზრობები მუშაობას ანახლებენ

დღეიდან, თითქმის 2.5 თვიანი პაუზის შემდეგ, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი კვლავ ამოქმედდა. თბილისთან ერთად, ავტობუსები და მიკროავტობუსები უკვე გადაადგილდებიან რუსთავსა და ქუთაისშიც.

შეზღუდვის მოხსნა ეხება მეტროპოლიტენსაც - გამონაკლისი მხოლოდ მეტროსადგური "გოცირიძე", კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზებია. ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, ავტობუსი არ დაძრას. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან თბილისის მეტროსადგურებშიც.

შაბათ-კვირის დღეებში ტრანსპორტი კვლავ გაჩერდება. პარალელურად, დღეიდან საქართველოს მასშტაბით იხსნება ბაზრობებიც. შეზღუდვების მოხსნის შემდეგი ეტაპი ერთ კვირაში დადგება და 15 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით, ყველგან გაიხსნება სკოლები, კვების ობიექტები კი მუშაობის განახლებას ღია სივრცეში შეძლებენ.

 

დღის ამბები