კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ჯო ბაიდენის მოთხოვნას, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, აგრესიულსა და არაკონსტრუქციულ რიტორიკას უწოდებს.
პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთი ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
დღეს რუსეთში ოპოზიციონერის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ჩატარდა, სასამართლო ცილისწამებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს ეხებოდა.
პროცესი დაწყებიდან მალევე გადაიდო, რადგან ცილისწამების საქმეში დაზარალებული შეუძლოდ გახდა.
რამდენიმე დღის წინ მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის "ივ- როშეს" საქმესთან დაკავშირებით პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.