29 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ზაზა გახელაძეს, რომელიც ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდების გამო უკანონო პატიმრობაში იმყოფება 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლო მას ე.წ სამართალდამცველის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასაც ედავებოდა.

საქართველოს მოქალაქე გასული წლის 11 ივლისს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სხვილოს ციხესთან მდებარე ველიდან გაიტაცეს, იქამდე კი დაჭრეს.  

დღის ამბები