29 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
538 ინფიცირებული, 498 გამოჯანმრთელებული და 18 გარდაცვლილი - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 261 018 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 498 ინფიცირებული განიკურნა, შედეგად გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 252 246 შეადგინა.

კორონავირუსისგან კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 3 258 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 16 808 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -  9 163, PCR ტესტით - 7 645.

დღის ამბები