29 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
შვედეთისა და დანიის მთავრობები ე.წ ვაქცინის პასპორტის ციფრული ვერსიების შექმნაზე მუშაობენ

კორონავირუსის მონაცემები მატულობს მსოფლიოს ქვეყნებში. ზედიზედ მესამე დღეა ბრაზილიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ათასს ორასს აჭარბებს. რუსული ვაქცინის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო პარაგვაის ჯანდაცვის უწყებამ.

იტალიაში პირველ ეტაპზე კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა 55 წლამდე მოქალაქეებს ჩაუტარდებათ. 55 წელს გადაცილებულ პირებს კი Pfizer​-ის ან Moderna​-ს ვაქცინებით აცრიან.

საკუთარი ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის მარეგულირებელ უწყებას წარუდგინა კომპანია "ჯონსონმა". მომდევნო კვირაში 66%-იანი შედეგის მქონე ვაქცინის დასამტკიცებლად კომპანია ევროკავშირის ქვეყნებსაც მიმართავს.

შვედეთისა და დანიის მთავრობები ე.წ ვაქცინის პასპორტის ციფრული ვერსიების შექმნაზე მუშაობენ.

დღის ამბები