29 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
თურქეთში საპროტესტო გამოსვლები დაკავებების ფონზე გრძელდება

საპროტესტო გამოსვლები დაკავებების ფონზე გრძელდება თურქეთში. სტამბოლსა და ანკარაში სტუდენტების აქციაზე მიმდინარე კვირაში სამართალდამცველებმა 300-ზე მეტი პირი დააკავეს. მათი ნაწილი მოგვიანებით გაათავისუფლეს.

"ბოსფორის უნივერსიტეტის" სტუდენტები ერდოღანის მიერ რექტორის დანიშვნას და ლგბტ თემის მხარდამჭერი რელიგიური შინაარსის პოსტერის გამოფენის გამო სტუდენტების დაკავებას აპროტესტებენ.

თურქეთის პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს ტერორისტებად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ არ დაუშვებს საპროტესტო გამოსვლები ანტი-სამთავრობო აქციებში გადაიზარდოს.

ოფიციალური ანკარის ანტი-ლგბტ რიტორიკა და სტუდენტების დაკავება დაგმო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. თურქული მხარე ვაშინგტონს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს.

დღის ამბები