29 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
თუ მიღწეულ პროგრესს მოვუფრთხილდებით, მაშინ არ გვექნება მესამე ტალღა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი მოსაზრებით, იმ შემთხვეევაში, თუ შემსუბუქებული რეგულაციების პირობებში საზოგადოება მაქსიმალურად არ დაიცავს წესებს, ქვეყანას მესამე ტალღა ელოდება. 

"დადებითობის მაჩვენებელი დღეს გვეუბნება, რომ შესაძლებელია, გარკვეული შემსუბუქებისკენ ნაბიჯები გადაიდგას. უნდა მოვუფრთხილდეთ იმას, რა პროგრესიც დღეს გვაქვს. თუ მოვუფრთხილდებით, მაშინ არ გვექნება არც მესამე ტალღა და არც ის კოშმარი, რაც გავიარეთ ნოემბერ-დეკემბერში.

უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მოზომილად, ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, ეს გახლავთ მთავარი დამცავი საშუალება,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

პროფესორი გიორგი ფხაკაძე კი ამბობს, რომ საქართველო შეზღუდვების მოხსნისთვის მზად არ არის - გადაწყვეტილება ნაჩქარევია და, შესაძლოა, ეპიდაფეთქების მესამე ტალღა ქვეყანაში აპრილის თვეში დაიწყოს.

"ეს არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არის მომზადებული ყველა შესაბამისი ზომები, რომ გახსნა იყოს შესაძლებელი. ზამთრის პერიოდში ჩვენ ვკარგავთ იმუნიტეტს. ანუ, პრაქტიკულად, აპრილის თვე იმითაც არის საშიში, რომ ყველა ცუდი კომპონენტში აპრილში გროვდება ერთად. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვიყოთ უფრო მობილიზებულები და მომზადებულები, ჩვენ ვაკეთებთ ასეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას,"-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ. 

დღის ამბები