29 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
"4 თვის შემდეგ რომ გვეპატიჟებიან, მართლაც გადაწიკწიკებული აქვთ ოქმები, რაღა დროს რამის ნახვაა" - ენმ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებიდან 4 თვის შემდეგ, კომისიის მუშაობას აზრი არ აქვს, რადგან მისი შეფასებით, მმართველ გუნდს ყველა დარღვევა უკვე ჩასწორებული აქვს.

"გაერთიანებული ოპოზიციის" სახელით, საოლქო კომისიებში დაიწერა 742 საჩივარი, სასამართლოში შევიდა 58 სარჩელი და 23 განცხადება შევიდა პროკურატურაში გაყალბების ფაქტების გამოძიების საქმეებზე და შედეგი ნული. არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა კი არა, არც კი განხილულა საერთოდ. არცერთი სარჩელი სასამართლოში არ განხილულა და პროკურატურაზე არც ვსაუბრობ საერთოდ. გამოძიებაზე არც გვქონდა იმის იმედი, რომ სადმე გამოძიება დაიწყებოდა. ამ ფონზე, ახლა ალეკო გვეუბნება, საგამოძიებო კომისიაში შემოდითო. რისი იმედი გქონდეს ადამიანს იმ საგამოძიებო კომისიის, რომელსაც "ქართული ოცნება" შექმნის, როდესაც 800-ზე მეტი საჩივარი და სარჩელი ერთად დაუკმაყოფილებელი დარჩა. 

"ქართულ ოცნებას", თუ სურდა უბნების გახსნა და რეალურად გადათვლილიყო უბნები, სარჩელების ნახევარი მაინც დაეკმაყოფილებინათ, რომ რეალური სურათი შეგვქმნოდა პირველივე ორ კვირაში, რეალურად რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე, მაშინ ჩვენ გვექნებოდა რეალური სურათი იმ გაყალბების მასშტაბების რომელსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. 

4 თვის შემდეგ რომ გვეპატიჟებიან, მობრძანდით საგამოძიებო კომისიაშიო, ალეკოს ტერმინოლოგიით რომ ვისაუბროთ, მართლაც გადაწიკწიკებული აქვთ ოქმები, ახლა რაღა დროს რამის ნახვა არის? შეიძლება ისეთი შედეგი დადგეს, რომ პირი დაგვრჩეს ღია და ბოდიში მოხდა მოგვიწიოს "ოცნებასთან" ისეთი ჩასწორებული ექნებათ ოქმები და სხვა ოპოზიციური პარტიების ასეულობით საჩივარია და პრაქტიკულად არაფერი განხილულა რომელ კომისიაში უნდა შევიდეთ, თავისივე გადასწორებულ ოქმებს, რომ გადაითვლის,"- განაცხადა "დღის კურიერში" ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები