29 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
საქართველოში კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები ღია სივრცეში მუშაობას 15 თებერვლიდან განაახლებენ 
საქართველოში 15 თებერვლიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები ღია სივრცეში მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება. 

პრემიერი შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, მოქალაქეებისა და ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან წესების მკაცრად დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. 

"15 თებერვლიდან კვების ობიექტები, რესტორნები მათ შორის, შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში. ეს არის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომელიც უნდა მივიღოთ. თუმცა, შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას, შემდგომი შემსუბუქება შეზღუდვების 15 თებერვლის შემდგომ და ამ შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ უფრო დაჩქარება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე. ჩვენ შემდგომ მთავრობის სხდომაზე შევძლებთ მოქალაქეებს ვუთხრათ, რომელი შეზღუდვები იქნება მოხსნილი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

დღის ამბები