ავსტრალიაში მეოთხე დღეა ხანძარს ებრძვიან. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ცეცხლი ბუჩქებსა და ხეებს უკიდია. ბოლო მონაცემებით, დამწვარია 81 სახლი და 10 000 ჰექტრამდე ტერიტორია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობას 500-ზე მეტი მეხანძრე ავიაციის დახმარებით ცდილობს. მდგომარეობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს.
ხანძრისგან დაზარალებულებისთვის სამი საევაკუაციო ცენტრი მოქმედებს.