29 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
სუს-ი - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრი დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამავე სოფლის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. შემთხვევა 2 თებერვალს მოხდა. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ  უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი, ასევე მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. 

"მიმდინარე წლის 2 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს ამავე სოფლის მკვიდრი.  

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასევე, მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.

უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას.
არსებული მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიმართულებით," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები