ხანძრის შედეგად 6 მეხანძრე დაშავდა ავსტრალიაში. ცეცხლმა 71 სახლი და 9 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ცეცხლი ქალაქ პერტში ტყეს გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილიდან ასობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. აღსანიშნავია რომ ქალაქში 5 დღიანი ლოქდაუნია გამოცხადებული, რომელსაც ვადა პარასკევს ეწურება.
ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ევაკუაციის ცენტრებში პირბადეების ტარებისკენ და თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ.