29 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
პარლამენტის გადაწყვეტილება წინაპირობაა, რომ შენარჩუნდეს მოლაპარაკების გაგრძელების დინამიკა - კარლ ჰარცელი ოპოზიციისთვის მანდატების შენარჩუნებაზე

​ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტის გადაწყვეტილებას, 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტის დროებით გადადებასთან დაკავშირებით სწორ ნაბიჯად აფასებს. 

ჰარცელის თქმით, უმრავლესობამ შექმნა წინაპირობაა, რომ მოლაპარაკების გაგრძელების დინამიკა შენარჩუნდეს.

"გუშინ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მანდატები არ გაეუქმებინა, რაც, მე ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი იყო. სიმართლე ითქვას, ეს არის წინაპირობა იმისთვის, რომ მოლაპარაკებების გაგრძელების დინამიკა შენარჩუნდეს. ჯერ კიდევ ველოდებით ამ ჯადოსნურ სივრცეს, სადაც ყველა მხარე შეთანხმებას შეძლებს.

როგორც ვიცით, ოპოზიციის უმრავლესობა გუშინდელი გადაწყვეტილის მოუხედავად ბოიკოტს ინარჩუნებს. გულწრფელად რომ გითხრათ, კვლავ არსებობს სირთულეები, თუმცა არც ერთი მხარე არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც დამარწმუნებდა, რომ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა, რაზეც ჩვენ, როგორც ფასილიტატორები ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია ჩიხში შესული პოზიციების შემდეგ, ჩვენც დავფიქრდით, რამდენად სასარგებლოა სამომავლოდ დიალოგის არსებული ფორმატი.

ვთვლი, რომ ყველა შესაძლებლობა, რომელიც პარლამენტის მუშაობაში საკუთარ როლზე დაფუძნებული მონაწილეობის საშუალებას გააჩენს, ერთადერთი კარგი შედეგი იქნება. დანარჩენი, ჩემი აზრით, იქნება ყველასთვის წამგებიანი სიტუაცია. ვინაიდან ეს იქნება მმართველი პარტიის მარცხი, ოპოზიციის მარცხი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული საზოგადოების მარცხი," - განაცხადა კარლ ჰარცელმა

დღის ამბები