29 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
საკითხების გადაუდებლობა უბიძგებს მხაარეებს იპოვონ კომპრომისი და შევიდნენ პარლამენტში - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული სიღარიბის და კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო, მოუსმინონ ამომრჩეველს, იპოვონ გამოსავალი და შევიდნენ პარლამენტში.

"ეს წელი იქნება გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის. ჩვენ განვაგრძობთ რომლის საქართველოს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო სექტორთან და მედიასთან, ყველა მხარის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ დაძლიოს ეს გამოწვევებით სავსე წელი.

გუშინდელი გადაწყვეტილება შესაძლებლობას აძლევს მხარეებს, მოიგონ დრო და დააახლოვონ განსხვავებული პოზიციები, თუ ეს შეუძლიათ. ეს შესაძლებელია, თუ მხარეები პირველ ადგილზე ქვეყნის ინტერესს დააყენებენ.

ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობას აწუხებს უმუშევრობა. მაღალი ფასები, სიღარიბე. ასევე კვლევებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 75%-ზე მეტის სურვილია, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი პარტიების წარმომადგენლებმა ერთად იმუშაონ პარლამენტში დროულად ამ საკითხებზე. ვიმედოვნებ, რომ პარტიები ამას გაითვალისწინებენ.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პარტიების ლიდერებმა პირველ ადგილზე ქვეყნის ინტერესი უნდა დააყენონ, მოუსმინონ ამომრჩევლებს, რა არის მათთვის მნიშვნელივანი.

უმუშევრობა, მაღალი ფასები, სიღარიბე და "კოვიდ-19-ის" ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე. ვფიქრობ, რომ ამ საკითხების გადაუდებლობა უბიძგებს მხაარეებს იპოვონ კომპრომისი. იპოვონ გამოსავალი და შევიდნენ პარლამენტში,"-განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები