29 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
"მაქვს იმედი, რომ კვირის განმავლობაში კონსესუსამდე მივალთ და რადიკალური ზომები არ იქნება განხორციელებული" - ბექა ფერაძე რესტორნების შესახებ 

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი იმედს იტოვებს, რომ სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან კონსესუსი შედგება და რადიკალური ნაბიჯებისგან თავს შეიკავებენ. როგორც ბექა ფერაძე ამბობს, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მათ მიმართ სანქცია ამოქმედდება. 

"ჩვენ, არა მარტო ოფიციალური შეხვედრები გვაქვს მათთან, ასევე პირადად მაქვს პირადი კომუნიკაცია, სატელეფონო, მათ შორის, და მაქვს იმედი, რომ კვირის განმავლობაში ჩვენ კონსესუსამდე მივალთ და ესეთი რადიკალური ზომები არ იქნება განხორციელებული მათი მხრიდან, ვინაიდან, ამის საფუძველი, ბუნებრივია, არ არსებობს.

რაც შეეხება თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა დადგება და მაქვს იმედი, რომ ამ დონეზე არ მივა ჩვენი ურთიერთობა, სანქცია ბუნებრივია, რომ იქნება გამოყენებული, ეს არის ფიზიკური პირის მიმართ 2000 ათასი ლარის ოდენობით, იურიდიული პირის მიმართ ეს არის 10 000 ლარი და უკვე განმეორება ამ შემთხვევაში, იწვევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას, რაც ასევე იწვევს დალუქვას და სხვა კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მსგავსი ობიექტების მიმართ,“ - აცხადებს  ბექა ფერაძე.

შეგახსენებთ, რომ რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად გახსნას აანონსებენ. 

 

დღის ამბები