უცხოური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 უკრაინულ ტელეარხს სანქციები დაუწესა.
სანქციები და მაუწყებლობის შეწყვეტა - "112 უკრაინა"," ნიუს ვან" და "ზიკს" შეეხო. სანქციები შეეხო მედიაჰოლდინგ ნოვოსტის მფლობელ, რადას დეპუტატ ტარას კოზაკსაც.
ამჟამად აღნიშნული ტელეარხების სატელევიზიო კონტენტი მხოლოდ YouTube-ზეა ხელმისაწვდომი.