29 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
კელი დეგნანის ვიზიტი საგარეო უწყებაში - მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს   

საქართველო-აშშ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები, ახალ ადმინისტრაციასთან ახლო მომავალში შეხვედრებისა და კომუნიკაციის დღის წესრიგი - ეს ის თემებია რომელზეც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და ამერიკის ელჩმა შეხვედრისას ისაუბრეს. განიხილეს ამერიკის სახელმწიფო მდივნისადმი დავით ზალკალიანის გაგზავნილი წერილიც, სადაც, ვრცლად არის საუბარი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების გეგმებსა და პრიორიტეტებზე.

"შეხვედრაზე განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მომავალი სამუშაო შეხვედრების გრაფიკი. უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი, მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი ადმინისტრაცია ჰყავს, რომელსაც ჩვენს ქართველ კოლეგებთან და მეგობრებთან მუშაობის უდიდესი სურვილი აქვს. ასე რომ, ჩვენ მოუთმენლად ველით პროდუქტიულ თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები