29 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
8 ნარკოტიკული საშუალების დოზებთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტში კენჭს სავარაუდოდ დღეს უყრიან

პარლამენტში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებების კენჭისყრა დღეს იგეგმება. კენჭისყრა გუშინ სესიაზე ვერ შედგა. საუბარია 8 ნარკოტიკული საშუალების დოზების დაზუსტებაზე.

კანონმდებლებმა საკითხი მანამდე რამდენიმე კომიტეტზე განიხილეს. პროექტის ავტორთა განმარტებით, საქმე ეხება ყველაზე ხშირად მოხმარებად ნარკოტიკს.

იმ პატიმრებისთვის, რომლებიც სასჯელს ნარკოტიკის შენახვისთვის ან მოხმარებისთვის იხდიან, ცვლილება განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობას იძლევა. 

დღის ამბები