ეკონომიკის მინისტრმა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის მიმდინარე წლის გეგმა განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგულარული ფრენების აღდგენასა და ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმების დაცვას. მხარეებზა განიხილეს საერთაშორისო მგზავრების შემოსვლის პროტოკოლიც, რომლის თანახმად, სრული ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტით ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვა.
ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმაც განიხილა.
"სამომავლოდ ტურიზმის სექტორთან მჭიდროდ თანამშრომლობით, ჩამოვყალიბდებით კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც დაგვეხმარება გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყანაში ვიზიტორების მოზიდვაში და ეფექტური მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში" - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილმა.