თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ ახალი კონსტიტუციის განხილვა დააანონსა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, რეფორმების პაკეტი ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და ცვლილებები ძირითადად მართლმსაჯულებას და ეკონომიკას შეეხება.
მოქმედ კონსტიტუციაში რამდენჯერმე შეიტანეს ცვლილებები. 2017 წელს რეფერენდუმის შედეგად, 1982 წლის კონსტიტუციაში შევიდა მორიგი ცვლილებები, რომლის მიხედვით, თურქეთი საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაზე გადავიდა.