შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარი გამართა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონისთვის პრიორიტეტად რჩება უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ევროატლანტიკური მისწრაფებები.