ხანძარი ავსტრალიაში. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ქალაქ პერთში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია.
ბოლო მონაცემებით, დამწვარია 30 საცხოვრებელი სახლი.
გამოცხადდა მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია. ცეცხლის გაჩენა ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ და ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
ხანძრის შედეგად დაიწვა 7 ათასი ჰექტარი ტერიტორია. ქალაქში ამ ეტაპზე პანდემიის გამო მკაცრი შეზღუდვებია.