დიდთოვლობა ნიუ-იორკში. თოვლის საფარის სიმაღლემ ნიუ-ჯერსის, პენსილვანიისა და ნიუ-იორკის შტატებში 40-ც სანტიმეტრს გადააჭარბა.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქალაქ ნიუ-იორკში, სადაც დაიხურა საჯარო სკოლები. ნიუ-ჯერსის შტატში კი შეიზღუდა საზოგადოებრივი ავტობუსებისა და მატარებლების მიმოსვლა.
ძლიერი ქარისა და თოვლის გამო აეროპორტებში გაუქმდა ასობით ავიარეისი. უამინდობამ ხელი შეუშალა ვაქცინის დისტრიბუციასაც, რის გამოც გარკვეული დროით რამდენიმე ქალაქში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა.