თურქეთში სტუდენტების საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 159 ადამიანი დააკავეს.
სტამბოლში ბოსფორის უნივერსიტეტთან დემონსტრანტები რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ახალი რექტორის დანიშვნას აპროტესტებდნენ. მოხდა სამართალდამცველებთან დაპირისპირება.
ბოსფორის უნივერსიტეტის ახალი რექტორი 2015 წელს საპარლამენტო არჩევნებში ერდოღანის პარტიიდან მონაწილეობდა. სტუდენტები რექტორის დანიშვნას არადემოკრატიულად მიიჩნევენ.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეები უნივერსიტეტში ლგბტ თემის მხარდამჭერი რელიგიური შინაარსის პოსტერის გამოფენის გამო დაკავებული ოთხი პირის გათავისუფლებასაც ითხოვენ. სტუდენტებთან შეხვედრას დღეს სტამბოლის მერი გეგმავს.