29 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
"რესპუბლიკელებმა" ჯო ბაიდენთან შეხვედრისას COVID-19-თან დაკავშირებული ფინანსური დახმარების პაკეტები განიხილეს

COVID-19-თან დაკავშირებული ფინანსური დახმარების პაკეტის საკითხი განიხილეს "რესპუბლიკელმა" სენატორებმა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრისას.

აუდიენცია 2 საათს გაგრძელდა. პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ფინანსური პაკეტი 2 ტრილიონ დოლარამდე თანხას მოიცავს.

"რესპუბლიკელების" ალტერნატიული კანონპროექტით დახმარება ბაიდენის ვერსიაზე ნაკლები მოცულობისაა. განსხვავებაა ამერიკის მოქალაქეებისთვის გამოყოფილი კომპენსაციის რაოდენობაშიც.

ბაიდენი პირზე 1 400 დოლარს, "რეპუბლიკელები" კი 1 000 დოლარს განსაზღვრავენ. ჯერჯერობით უცნობია ექნება, თუ არა ორპარტიული მხარდაჭერაპრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს.

დღის ამბები