29 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
პარტია, რომელიც ადამიანის თავისუფლებას აყენებს ყველაზე მაღლა, მიმართავს მდინარაძეს და თალაკვაძეს, რომ ხალხი მათი ნების საწინააღმდეგოდ დატოვე პარლამენტშიო - ზურაბ ჯაფარიძე

ოპოზიცია მანდატების გაუქმებას ითხოვს, "გირჩი" კი "ქართულ ოცნებას" სთხოვს - არ დაუჭიროს მხარი ოპოზიონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

ამ ინიციატივის გაჟღერება გახდა კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ხელისუფლების მოწინააღმდეგეების ფლანგზე მყოფი პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ზურაბ ჯაფარიძეს არ მოეწონა ყოფილი თანაპარტიელების ულტიმატუმი და სურს, რომ საკანონმდებლო დონეზე აღსრულდეს ის, რისი სურვილიც 50-ზე მეტ დეპუტატს ოფიციალურად აქვს გაჟღერებული.

"მე ზოგადად ვერ წამომიდგენია, როგორ შეიძლება ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვინემ დამტოვოს სადღაც რაღაც სამსახურში, გინდა პარლამენტი იყოს და გინდა ნებისმიერი სხვა სამსახური, არ მინდოდეს და მაიძულებდნენ იყავიო. უბრალოდ საწყენია, რომ პარტია, რომელიც ადამიანის თავისუფლებას აყენებს ყველაზე მაღლა და ამ პრინციპებზე დგას, ის მიმართავს მდინარაძეს და თალაკვაძეს, რომ ამ ხალხის მიერ დადასტურებული ნება არ დაუკმაყოფილოს და მათი ნების საწინააღმდეგოდ დატოვე პარლამენტშიო, საწყენია მეტი არაფერი," - განაცხადა "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

პარტია "გირჩი" "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს არ დაუჭიროს მხარი ოპოზიონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. როგორც "გირჩის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმება მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს და კრიზისი, შესაძლოა, შეუქცევადი გახადოს.

ამასთან "გირჩი" აცხადებს, რომ თუ მმართველი პარტია არჩევანს მაინც მანდატების გაუქმებაზე გააკეთებს, მაშინ "გირჩის" წევრებიც მოითხოვენ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას:

დღის ამბები