დონალდ ტრამპის სიძე მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის სიძისა და ყოფილი მრჩეველის, ჯარედ კუშნერის ნობელის პრემიაზე წარდგენა ისრაელსა და არაბეთის საემიროებს შორის ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობისთვის მოხდა.
ყოფილი მაღალჩინოსანი ნობელის პრემიაზე ამერიკელმა ადვოკატმა, ალან დერშოვიცმა წარადგინა, რომელიც ჰარვარდის სამართლის სკოლის ლექტორია.
კუშნერთან ერთად ნობელის პრემიაზე 2021 წელს წარდგენილნი არიან რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, აქტივისტი გრეტა ტუნბერგი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.