29 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკური პარტია საერთო საკითხზე შეჯერდეს - საფრანგეთის ელჩი

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აცხადებს, რომ მისი სურვილია, საქართველოში პოლიტიკური პარტიები ერთ საერთო საკითხზე შეჯერდნენ.

ელჩის განცხადებით, გაერთიანებული პოლიტიკური გარემო ქვეყანას დაეხმარება კრიზისი დაძლიოს.

"დღეს, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, საქართველო ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორის არის პოლიტიკური, რეგიონული საკითხები. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ინსტიტუცია იყოს ძლიერი, გამართული. ამასთან დაკავშირებით მე ვისურვებდი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს, შეჯერდეს ერთ მთლიან, საერთო საკითხზე.

ძლიერი, გაერთიანებული პოლიტიკური გარემო დაეხმარება საქართველოს, რომ ყველა ეს გამოწვევა დაძლიოს. რაც ყველაზე მთავარია, როგორც უკვე ადრეც აღვნიშნეთ, საჭიროა რეფორმები, როგორც საარჩევნო, ისე სხვადასხვა დემოკრატიული მიმდინარეობით. ამ რეფორმებზე უნდა განაგრძონ პოლიტიკურმა პარტიებმა დისკუსიები. ამის საფუძველზე აუცილებელია, რომ პარლამენტი, ყველა ინსტიტუცია, იყოს ძლიერი, შეჯერდნენ საერთო საკითხებზე და განაგრძონ საქართველოს აღმშენებლობა.

მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ორგანიზაციების იმ განცხადებებს, რომლებიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთდა," - განაცხადა დიეგო კოლასმა.

დღის ამბები