29 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
ფოთის მესამე საჯარო სკოლაში დაკვამლიანება იყო - ამ დროისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს

ფოთში, მე-3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყების პირველივე დღეს სკოლის შენობის მეორე სართულზე მოკლე ჩართვა მოხდა. სკოლის შენობაში მცირე დაკვამლიანება იყო.

მე-3 სკოლის დირექტორის თქმით, მათ უსწრაფესად მოახდინეს რეაგირება, სახანძროს მოსვლამდე, სკოლაში გაითიშა ელექტროენერგია და მოხდა ცეცხლის ლოკალიზება.

"ამას სასწავლო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია, ჩვეულებრივ მიმდინარეობდა. არც დიდი დაკვამლიანება ყოფილა და შენობიდან მოსწავლეების გაყვანა არ გახდა საჭირო. ადგილზე ყოველთვის მზად გვაქვს ჩასაქრობი საშუალებები და შევძელით პატარა ლოკალური ადგილის ჩაქრობა. ვერ ვიტყვი, რომ იყო დაკვამლიანება, უფრო მეტად იყო ჩასაქრობი საშუალებებიდან მიღებული კვამლი, რომელიც მოედო მხოლოდ მეორე სართულის დერეფნის მცირე  ნაწილს. ამ წუთებში, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება,"- განაცხადა მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა ლელა კემულარიამ.

 

დღის ამბები