29 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
ქვემო ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

გუმათჰესის დასახლებაში, ქვემო ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს, სადაც კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკა ინახებოდა, ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევა დღეს, 04:00 საათზე მოხდა.

"კომპანიამ აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის უწყებებს. წინასწარი მონაცემებით, აღმოჩენილია ხანძრის სამი კერა, რომელიც ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა კომპანიის ზარალი სოლიდურია. ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები,"-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, საერთაშორისო კომპანია ENKA ნამახვანჰესების კასკადის მშენებელი კომპანიაა.

დღის ამბები