ევროპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ეტნა კვლავ გააქტიურდა. ვულკანიდან ამოფრქვეული ლავისა და ფერფლის სიმაღლე 150 მეტრს აღწევს.
გავრცელებული ინფორმაციით, მთასთან ახლოს არსებული დასახლებები რისკის ქვეშ არ არის და ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს.
იტალიის კუნძულ სიცილიაზე მდებარე ვულკანი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია.