სახელმწიფო გადატრიალება მიანმარში - ცოტა ხნის წინ სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტი, სახელმწიფო მრჩეველი და სხვა მაღალჩინოსნები დააკავეს. ჯარმა ხელისუფლება მთავარსარდალს მინ აუნგ ჰლეინგს გადააბარა. პოლიტიკური ლიდერების დაკავებიდან რამდენიმე საათში სამხედროებმა ტელევიზიით საგანგებო მდგომარეობა ერთი წლით გამოაცხადეს.
მომხდარი უკვე დაგმო შეერთებულმა შტატებმა. თეთრი სახლი სამხედროებს დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
მიანმარს 2011 წელს დემოკრატიული რეფორმების დაწყებამდე სამხედროები მართავდნენ. შეიარაღებული ძალები 2020 წლის ნოემბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებოდა და ხმების გაყალბებაზე საუბრობდა.