პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია 1 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავის ნაცნობ, 26 წლის ქალთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა, რა დროსაც მათ ყაჩაღურად თავს დაესხნენ და ძალადობის მუქარით ოქროს სამკაულები გასტაცეს.
ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ ყაჩაღური თავდასხმა ბრალდებულმა დაგეგმა და თანამზრახველებთან ერთად, წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით განახორციელა.