29 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
ბოლო ორ დღეში ქვეყნის მასშტაბით 116 ხანძრის კერაა ლიკვიდირებული, 17-ზე კი სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 4 იანვრის 09:00 საათის შემდეგ, ტყისა და მინდვრის ხანძრების შესახებ 136 შეტყობინებაა შესული, მათგან 116 ლიკვიდირებულია, 3 ლოკალიზებული, 17-ზე მიმდინარეობს აქტიური სალოკალიზაციო სამუშაოები.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან იმყოფება 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 70-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამეგრელოში დაფიქსირდა 96 კერა, მათგან 84 ლიკვიდირებულია, 3 ლოკალიზებული, 9 კერაზე კი გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

იმერეთში დაფიქსირდა 26 კერა, მათგან 22 ლიკვიდირებულია, 4 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

აჭარაში დაფიქსირდა 4 კერა, მათგან 2 ლიკვიდირებულია, 2 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

რაჭაში-ლეჩხუმში დაფიქსირდა 3 კერა, მათგან ერთი ლიკვიდირებულია, 2 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

გურიაში დაფიქსირდა 7 კერა, მათგან ყველა ლიკვიდირებულია.

ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. არც ერთ შემთხვევაში მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

სამეგრელოში დაფიქსირდა შემთხვევა სადაც ლიკვიდირებულ მინდორზე ხელახლა გაჩნდა ხანძარი. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ სასოფლო სამეურნეო სავარგულების გადაწვისგან, ეს საფრთხეს უქმნის როგორც ტყის მასივებს, ასევე საცხოვრებელ სახლებს.

დღის ამბები