ხორვატიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ათეულობით ადამიანი დაშავებულია. 6,4 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ზაგრების მახლობლად მდებარე ქალაქ პეტრინიაში დაფიქსირდა, სადაც 20 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.
ნანგრევებში მოყოლილებს იქ ახლაც ეძებენ. ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ხორვატიაში მომხდარი სტიქიური უბედურება წელს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. ეპიცენტრში შენობების ნახევარზე მეტი მიწასთანაა გასწორებული.